22 დეკემბერი, კვირა, 2024
22 დეკემბერი, კვირა, 2024

მაია ბარათაშვილი: მე არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია, რადგან კონტრაქტუალური ვალდებულებები მაქვს. მე ვთვლი, რომ ხელოვნების მთავარი მისიაა ადამიანების შეკავშირება, ხიდების გადება ადამიანებს შორის

მე არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია, რადგან კონტრაქტუალური ვალდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი, – განაცხადა მომღერალმა მაია ბარათაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ შუადღის გადაცემაში.

„მე არ გავფიცულვარ, არც საახალწლო კონცერტი გამიუქმებია, რადგან კონტრაქტუალური ვალდებულებები მაქვს და ამისთვის მე ბოდიშს ვერ მოვიხდი. „ბიგ ბენდთანაც“ კონცერტი მაქვს ახლა კვირას. მე ვთვლი, რომ ხელოვნების მთავარი მისიაა ადამიანების შეკავშირება, ხიდების გადება ადამიანებს შორის და მე მაგალითი მინდა მოვიყვანო. მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე როდესაც ჯაზი ისახებოდა ამერიკაში, ძალიან მწვავედ იდგა რასობრივი დისკრიმინაციის თემა. ელა ფიცჯერალდს არ უშვებდნენ კლუბში, ბილი ჰოლიდეის, და მრავალი აფროამერიკელის უფლებები ირღვეოდა.

სწორედ მაშინ, მე მოსმენილი მაქვს აფროამერიკელების ინტერვიუები, ჯაზი იყო მეინსტრიმი და სრულდებოდა ანდერგრაუნდში. იქ საცეკვაოდ თავს იყრიდა როგორც თეთრკანიანი მოსახლეობა, ასევე აფროამერიკელები. თავად ისინი ამბობენ, რომ იქ არავის აინტერესებდათ რასობრივი სეგრეგაციის საკითხები. ამიტომ ვთვლი, რომ ხელოვნებას აქვს ძალიან დიდი მისია, რომ გაამთლიანოს, დააკავშიროს თუნდაც გატეხილი გულები, ადამიანები შეაკავშიროს. ამიტომ მე მომხრე ვარ იმის, რომ ჩატარდეს კონცერტები, აქ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ამ პროფესიას ცხოვრება დავუკავშირეთ და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. მე არ მაქვს ბიზნესები“, – აღნიშნა ბარათაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები