“მჯერა საკუთარი თვალების, წავიკითხე ეუთო/ოდირის დასკვნა, რომელიც უკიდურესად უარყოფითია” – რას აცხადებს თინა ხიდაშელი

ეუთო/ოდი­რის დას­კვნა უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თია. დას­კვნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­დაც კი არ არის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, – ამის შე­სა­ხებ “სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის” ხელ­მძღვა­ნელ­მა თინა ხი­და­შელ­მა “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში “360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და.

თინა ხი­და­შე­ლის თქმით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბრი­ფინგზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ისე­თი­ვე მარ­თა­ლია, რო­გორც იტა­ლი­ის, რუ­მი­ნე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის მიერ სან­ქცი­ე­ბის დაბ­ლოკ­ვის სა­კი­თხი.

“მჯე­რა სა­კუ­თა­რი თვა­ლე­ბის, წა­ვი­კი­თხე ეუთო/ოდი­რის დას­კვნა, რო­მე­ლიც უკი­დუ­რე­სად უარ­ყო­ფი­თია. დას­კვნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­დაც კი არ არი­ან ისი­ნი მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. არც კი მახ­სოვს, რო­დის წა­მი­კი­თხავს დას­კვნა, რო­მელ­შიც წერს ფრა­ზას “ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექტთან“. ამ ფრა­ზას იყე­ნებს მუდ­მი­ვად, რო­დე­საც უნდა, რომ ად­რე­სატ­ზე ილა­პა­რა­კოს. დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რია უამ­რავ დარ­ღვე­ვა­ზე. სა­უ­ბა­რია დარ­ღვე­ვებ­ზე არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, სა­უ­ბა­რია მოს­ყიდ­ვა­ზე, ფა­რუ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა­ზე, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად არატ­რანსფა­რან­ტუ­ლად და ყვე­ლა პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვით წა­რი­მარ­თა და ამის შემ­დეგ წე­რია, რომ “ეუთო/ოდი­რი არ არის ის ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ვინ­მეს აღი­ა­რებს ან არ აღი­ა­რებს, ჩვე­ნი დას­კვნა წა­ი­კი­თხეთ და შე­სა­ბა­მი­სად თქვენ თვი­თონ გა­ა­კე­თეთ დას­კვნა, რო­გო­რი იყო ეს არ­ჩევ­ნე­ბი“. არც ასე­თი ფრა­ზა არ და­უ­წე­რია არას­დროს ოდირს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მე არ ვიცი სხვა ქვეყ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რას წერ­და, შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მე აფ­რი­კულ ქვე­ყა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით მას აქვს ასე­თი ფრა­ზა და­წე­რი­ლი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის 2003 წელ­საც კი, ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის არ­ჩევ­ნე­ბის დრო­საც კი ასე­თი ფრა­ზა არ და­უ­წე­რია, რო­დე­საც შა­ვით თეთრზე სა­კუ­თარ დას­კვნა­ში ოდი­რი ამ­ბობს, რომ წა­ი­კი­თხეთ ჩვე­ნი მა­ღა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის მქონ­დე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის დას­კვნა და თა­ვად გა­ა­კე­თეთ დას­კვნე­ბიო იმის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ ჩა­ტარ­და არ­ჩევ­ნე­ბი. ეუთო/ოდი­რის დას­კვნის შე­სა­ხებ რო­დე­საც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას მო­უს­მენთ, გახ­სოვ­დეთ, რო­გორ ეძახ­და სამი დიდი ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნის: რუ­მი­ნე­თის, იტა­ლი­ი­სა და ეს­პა­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბი ამ კაცს მა­ტყუ­ა­რას. ყვე­ლა­ფე­რი, რაც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ილა­პა­რა­კა, ზუს­ტად ისე­თი­ვე სი­მარ­თლეა, რო­გო­რიც იტა­ლი­ას­თან, ეს­პა­ნეთ­თან ან რუ­მი­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით ილა­პა­რა­კა“, – გა­ნა­ცხა­და თინა ხი­და­შელ­მა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ შეგვიძლია, ავაშენოთ თანამედროვე სკოლები, შევქმნათ ახალი პროგრამები, გამოვიყენოთ...

მოხარული ვარ, რომ დღეს გვაქვს შესაძლებლობა, განსაკუთრებული პატივი მივაგოთ ადამიანებს, რომელთა ყოველდღიური შრომაც, ხშირად წყნარად, აუჩქარებლად და ზედმეტი საჯაროობის გარეშე ქმნის ქვეყნის მომავალს, -...