რუსუდან გორგილაძე: ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს აღტყინება, რევოლუციური ხიბლი, რომელშიც ახალგაზრდების ერთი ნაწილია ჩავარდნილი, გადაივლის

ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს აღტყინება, რევოლუციური ხიბლი, რომელშიც ახალგაზრდების ერთი ნაწილია ჩავარდნილი, გადაივლის და აუცილებლად გადადგამს ნაბიჯს, ისევე როგორც ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯს და მხოლოდ ასე შეგვიძლია, ჩვენ სიტუაცია განვმუხტოთ, – განაცხადა ფსიქოლოგმა, რუსუდან გორგილაძემ „დღის ქრონიკაში“ ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მისივე განმარტებით, მისთვის გასაგებია, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი რატომ იქცევა აგრესიულად.

„მე ვიცი, რატომაც აკეთებენ ისინი ამას, მათ შინაგანი შიშები, შფოთი, ბრაზი აქვთ დაგროვილი და ამაზე რომ გითხრათ, ძალიან დიდი რეაქცია მაქვს-თქო, არა. თქვენც გირჩევთ, რომ ამას შეხედოთ როგორც დროებით მოვლენას, რომელიც აუცილებლად გადაივლის“, – აღნიშნა გორგილაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...