მიხეილ სააკაშვილი ალენ ბერსეს: საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა „პოდმოსკოვიეში” უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი

საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა „პოდმოსკოვიეში” უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი, რითაც ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტს ეხმიანება.

„ბოლოს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა ასლან აბაშიძის გადასარჩენად. მაშინდელი ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის, ვალტერ შუმერისთვის, ძალზე უადგილო და წარუმატებელი ვიზიტი აღმოჩნდა.

საერთოდ ევროსაბჭოს გენერალურ მდივნებს ახასიათებთ დიქტატორებზე მიყიდვა, ერთ-ერთმა მათგანმა „პოდმოსკოვიეში” უფასოდ მიიღო მიწის ნაკვეთი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტი 21 დეკემბერს დასრულდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გურამ მაჭარაშვილი: “ხალხის ძალა” სულ ვამბობდით, რომ არ არსებობს არანაირი რეცეპტი...

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის გამოსვლებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ, წარსულში ჩადენილი ქმედებების მიუხედავად,...