პრემიერის თქმით, ევროსაბჭოს გენერალურმდივანს განემარტა საქართველოში არსებულივითარება, და ის, რომ ბოლო პერიოდშიმიტინგებმა მიიღო მშვიდობიანი ხასიათი, აქედანგამომდინარე, საპოლიციო ძალის გამოყენებისსაჭიროება აღარ არის.
„მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადოევროსაბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოშიჩამობრძანებისთვის. ბატონი ალენ ბერსეს ვიზიტისაქართველოში არის საქართველოს დაქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ძალიანმნიშვნელოვანი გამოხატულება. ჩვენ გვქონდაძალიან საინტერესო და პროდუქტიული დისკუსიები ბატონ გენერალურ მდივანთან. ჩვენგანვუმარტეთ ბატონ გენერალურ მდივანსსაქართველოში არსებული ვითარება, ის, რომბოლო პერიოდში მიტინგებმა მიიღო მშვიდობიანიხასიათი, აქედან გამომდინარე, აღარ არისსაპოლიციო ძალის გამოყენების საჭიროება დადარწმუნებული ვართ, რომ ასე გაგრძელდებავითარება შემდეგი დღეების და კვირებისგანმავლობაშიც“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ასევეგანმარტებები გაკეთდა ადმინისტრაციულპატიმრობასთან დაკავშირებით.
„ასევე განმარტებები გავაკეთეთადმინისტრაციულ პატიმრობასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ ძირითადად ძალადობრივიაქტების გამო ადმინისტრაციული წესით არისდაკავებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა. განვმარტეთ, რომ საქართველოშიადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალურივადა არის 15 დღე, შესაბამისად, თვის ბოლომდეეს ადამიანები სრულად იქნებიანგათავისუფლებულები. რა თქმა უნდა. ეს არეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივი ბრალდების ქვეშ არიანწინასწარ პატიმრობაში. ასეთია დაახლოებით 30 პატიმარი. ესეც განვუმარტეთ ბატონ გენერალურმდივანს.
რაც შეეხება გამოძიებას, წარიმართებაგამოძიებები, ამასთან დაკავშირებითაცგანმარტება მიიღო ბატონმა გენერალურმამდივანმა. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთჩვენი მზადყოფნა, რომ ვითანამშრომლოთევროსაბჭოს ყველა სტრუქტურასთან, ასეთსაკითხებთან დაკავშირებით.
ასევე ჩვენ გვქონდა მსჯელობაკანონმდებლობაზე. მათ შორის, მსჯელობაგვქონდა გამჭვირვალობის კანონთანდაკავშირებით. აქაც, კიდევ ერთხელდავაფიქსირეთ ჩვენი ღიაობა მსჯელობასთანმიმართებით. ჩვენ ღია ვართ მსჯელობისთვის. ასეთი ღიაობა ჩვენ დაფიქსირებული გვქონდაკანონის მიღების პროცესშიც, კანონის მიღებისშემდეგაც. ვამბობთ მარტივ რამეს – თუ ვინმედაგვისაბუთებს, რომ ამ კანონში არის რაიმეუარყოფითი, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ამსაკითხზე მსჯელობისთვის. მათ შორის, მზადვართ თანამშრომლობისთვის ევროსაბჭოსშესაბამის სტრუქტურებთან“, – განაცხადაპრემიერმა.








