მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობაზე, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონი უნდა შეიცვალოს ისე, რომ სრულად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და ამას როგორც ვენეციის კომისია გვეუბნება, – განაცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან.
„მე მივესალმები და გეტყვით იმას, რომ მთავრობამ გასცა დაპირება იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან, იქნება ჩართული ვენეციის კომისიაც და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. გამოვხატავ იმედს, რომ ამგვარი პროცესები შეიძლება განხორციელდეს სხვა მიმართულებებითაც, როგორიცაა თანასწორობა, დისკრიმინაციის აღკვეთა, საარჩევნო რეფორმები, ციხისა და პრობაციის რეფორმები და დარწმუნებულები ვართ, რომ ბოლოდროინდელი კანონმდებლობა არ მოდის შესაბამისობაში ევროპის საბჭოს მოცემულობასთან“, – აღნიშნა ბერსემ.








