„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ პარლამენტის ოფისში სამუშაოდ მოხალისე სტაჟიორებს ეძებს – ორგანიზაცია სტაჟირებას აცხადებს პარლამენტში, რომელსაც არალეგიტიმურად მოიხსენიებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, რომელიც პარლამენტს არალეგიტიმურად მოიხსენიებს, პარლამენტშივე სამუშაოდ სტაჟირების ვაკანსიას აცხადებს.

შესაბამისი ვაკანსია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ვებგვერდზე 18 დეკემბერს გამოქვეყნდა. ორგანიზაცია განაცხადების მიღების ბოლო ვადად 6 იანვარს უთითებს.

„განცხადებების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 იანვარი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ “საპარლამენტო სტაჟირება“, – ვკითხულობთ ორგანიზაციის ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და არალეგიტიმურს უწოდებს როგორც პარლამენტს, ისე – საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩეულ პრეზიდენტსაც. „არალეგიტიმური პარლამენტის მიერ „არჩეული“ პრეზიდენტი თავადაც არალეგიტიმურია“ – სწორედ ასე გამოეხმაურა ორგანიზაცია 14 დეკემბერს, მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სადღობელაშვილი: ნაცმოძრაობა და მისი მეტასტაზები არ არიან უბრალოდ პოლიტიკური ოპოზიცია, ეს...

დაკარგული ტერიტორიები, ასეულობით დაღუპული ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, დამწვარი სოფლები და რუსული ოკუპაცია საქართველოს გულში - აი ეს არის “საქვეყნოდ ცნობილი გიჟის გმირობა”, -...