ირაკლი კობახიძე: ინაუგურაციის შემდეგ თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას – ეს პროცესი გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც

მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, ოპოზიციის რესურსი არის განულებული.

„მთავარი ის არის, რომ მათი რესურსები გავანულეთ. ძალადობრივი და ყველანაირი რესურსი არის განულებული. აქედან გამომდინარე, ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებენ ისინი დემოკრატიულ პროცესს. მოხდება ინაუგურაცია, თანამდებობას დაიკავებს ახლად არჩეული პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ ყაველაშვილი, გაგრძელდება საპარლამენტო მუშაობა, მთავრობა განაგრძობს საკუთარი პროგრამის შესრულებას. ეს იქნება პროცესი, რომელიც გაგრძელდება 29 დეკემბრის შემდეგაც“, – განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...