შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიმდინარე მოვლენების ადეკვატურად შეფასების მნიშვნელობას.

მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს საპარლამენტო საქმიანობაში ოპოზიციის ჩართულობის მნიშვნელობაზე, როგორც დემოკრატიული პროცესის განუყოფელ ნაწილზე.

მხარეებმა გამოხატეს, ღია დიალოგის საფუძველზე, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თამარ ტალიაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ და აღნიშნული დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე მაკო რატიანზე: ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური...