26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024
26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის ელჩთან საუბარშიც გავაჟღერე, მნიშვნელოვანია არ იყოს 16 დეკემბერს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც იმდენად დააზიანებს ურთიერთობას, რომ შემდგომ შეიძლება ბევრი დრო დაგვჭირდეს გამოსასწორებლად

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ 16 დეკემბერი და რა მოხდება 16 დეკემბერს, არამედ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მომავალში როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები და რა როლი შეიძლება შეასრულოს თუნდაც 16 დეკემბრის საბჭოს გადაწყვეტილებებმა თუ გზავნილებმა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩთან საუბარშიც გააჟღერა, რომ მნიშვნელოვანია არ იყოს ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც იმდენად დააზიანებს ურთიერთობას, რომ შემდგომ შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს ამ ურთიერთობების გამოსწორებას.

კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილებას უნდა ელოდოს საქართველო ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ „მუქარები ჩვენ, რა თქმა უნდა გვესმის“.

„ჩვენ ისიც გვახსოვს ივნისში მაშინდელმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ბორელმა ერთგვარად ჩაიკითხა კიდეც ის საკითხები, რაც იმ დროისთვის მაგიდაზე იდო და ევროკავშირის საბჭომ, რა თქმა უნდა, არ გაიზიარა იმიტომ, რომ ამისთვის არ არსებობდა შესაბამისი საფუძვლები და არ არსებობდა თანხმობა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან.

რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ეს საკითხები დგას დღის წესრიგში, განიხილება, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს და მჯერა ამის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საბოლოო ჯამში, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქვეყნის ერთგვარად დასჯას და ამისთვის შესაბამისი საფუძველი არ არსებობს, არ გადადგამენ ამ ნაბიჯებს და იქნება ისეთი გადაწყვეტილებები მიღებული, რაც კიდევ უფრო დააზიანებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. სწორედ ამაშია საქმე, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იყო მიღებული საქართველოს ხელისუფლების მიერ, რომ მაქსიმალურად თავი დავიცვათ ორივე მხარემ იმისგან, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი გამოიყენებოდეს შანტაჟისთვის, სპეკულაციებისთვის, მანიპულაციებისთვის და ეს არ იყოს ასე, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო პროცესი, რა თქმა უნდა, სწორად უნდა იყოს გაგებული და არ უნდა ხდებოდეს ისე, რომ სწორედ ამ საკითხით ხდებოდეს საქართველოს დაშანტაჟება, რაც პრინციპში წინააღმდეგობაში მოდის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები