საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „მთავარი არხის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს აფასებს. მისი შეფასებით, საქმე გვაქვს გამოცდილ თაღლითებთან გვაქვს საქმე.
„მათი მხრიდან ტელევიზიის მუშაობის გაჩერების დაანონსება არის თავის გადარჩენის მცდელობა იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, გადაიყვანენ პოლიტიკურ ჭრილში, რომ თითქოს, ვინმე ებრძვის „მთავარ არხს“. რეალურად, „მთავარი“ დაფუძნების მომენტიდან მათ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ იმის მიუხედავად, რამდენად მავნებლურ და ბოროტ პოლიტიკას ეწევიან. ნიშანდობლივია, რომ ამ ტელევიზიისვე დამფუძნებელი, ოპოზიციონერი, თავად ოქუაშვილი დაუპირისპირდა თავის დირექტორატს და იმ ადამიანებს, ვინც ერთხელ უკვე ბრალდებულნი იყვნენ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, ფაქტია, რომ ისინი არ იშლიან თავისას“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აცხადებს, რომ: „გვარამიასა და გაბუნიას საქმიანობა არის მაგალითი, როგორ შეიძლება ამოეფარო მედიას და ძარცვო ტელეკომპანია მიმდინარე ვითარების ხარჯზე, გამოიყენო ტელევიზია საერთაშორისო მასშტაბით მილიონობით დოლარის გათეთრების მანქანად“.
11 დეკემბერს გიორგი გაბუნიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით „მთავარი არხი“ უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე.