4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნინო წილოსანი აქციაზე კუბოს დაწვაზე: რეალურად მათ სულიერების კრიზისი, კრეატიულობის, პოლიტიკურობის კრიზისიც აქვთ და რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი კიდევ უფრო გახადა

რეალურად მათ სულიერების კრიზისი, კრეატიულობის, პოლიტიკურობის კრიზისიც აქვთ და იმ რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი კიდევ უფრო გახადა, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი,

„მაცხოვრის გამოსახულებით კუბოს დაწვა რა თქმა უნდა ქრისტიანული გრძნობების შეურაცხყოფაა. მერე გაუკვირდებათ, როცა ადამიანები განსაკუთრებით ნეგატიურად განეწყობიან მათ [აქციის ორგანიზატორების] მიმართ და არ იქნებიან მათი მხარდამჭერები. უზომოდ შემაშფოთებელი იყო ის მდგომარეობა, რასაც ვუყურებდით იქ [აქციაზე] მყოფი ადამიანების მხრიდან – აჟიტირებას კუბოს დაწვის რიტუალით. რეალურად მათ სულიერების კრიზისი, კრეატიულობის, პოლიტიკურობის კრიზისიც აქვთ და იმ რიტუალმა, რომელიც სატანისტურ რიტუალს უფრო ჰგავდა, ეს ყველაფერი თვალნათელი კიდევ უფრო გახადა“, – აღნიშნა წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები