4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზაალ ანჯაფარიძე: დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა იმას არკვევს მათ რიგებში ვინ არის აგენტი და რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურს ემსახურება

“რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ “დემენციით” შეპყრობილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ ის რუსეთის აგენტებმა “შემოიტყუეს” საქართველოში, მთავარი სახეზეა, ჩვენს ქვეყანას 9 წელი მართავდნენ რამდენიმე პატრონის მომსახურე აგენტები.”- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

როგირც ანალიტიკოსი წერს, ყველაფერი შეუსრულეს მათ პატრონებს ერთის გარდა, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ.

“დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დღეა და რა სიმბოლური დამთხვევაა, მისი მკვლელი სისტემა – სახელწოდებით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმას არკვევს ლიდერიდან დაწყებული, მათ რიგებში ვინ არის აგენტი და რამდენი ქვეყნის სპეცსამსახურს ემსახურება. რა ინტერპრეტაციაც არ უნდა მისცეთ “დემენციით” შეპყრობილ სააკაშვილის ნათქვამს, რომ ის რუსეთის აგენტებმა “შემოიტყუეს” საქართველოში, “ვანო ხერხემალის” ტირილს, არა ვარ რუსეთს აგენტიო და ა.შ. მთავარი სახეზეა, ჩვენს ქვეყანას 9 წელი მართავდნენ, რომ იტყვიან “გახაზული” და რამდენიმე პატრონის მომსახურე აგენტები. ყველაფერი შეუსრულეს მათ პატრონებს ერთის გარდა, ხელისუფლებაში ვეღარ დარჩნენ”- წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.