ექიმის ინფორმაციით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ

ინგოროყვას კლინიკის ექიმის ანი დალაქიშვილის განცხადებით, „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პირველადი გასინჯვით ორივე პაციენტს მსუბუქი თავის ტვინის შერყევა უფიქსირდება.

„აქციიდან შემოყვანილ იქნა ათი პაციენტი. ათივე პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. ათი პაციენტიდან სამი გაეწერა ბინაზე ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ. ამ ეტაპზე ჩვენთან არის 7 პაციენტი“, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ ასევე „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს.

„მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დდაზიანებები არ აქვთ. დაზიანებები აქვთ ძირითადად თავის არეში, სახის არეში, მუხლის არეში. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები. საჭიროა სტაციონარიზაცია, მოთავსდებიან ახლა. გადავიღეთ ტომოგრაფია, პასუხები არის, ნახა ნეიროქირურგმა, ორივეს მოვათავსებთ ნევროლოგიურ დეპარტამენტში. პირველადი გასინჯვით ორივე პაციენტს თავის ტვინის შერყევა უფიქსირდება“, -აღნიშნა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გიორგი კახიანი: საქართველოში განვითარებული პროცესები, ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. დღეს მსგავსი...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა და პარალელი საქართველოსთან გაავლო. კახიანის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესები ქვეყნის გარედან იყო დაფინანსებული. მისივე...