ნინო წილოსანი – საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური

„საინტერესოა, რომ ეუთო/ოდირი აქამდე როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებისთვის, ასევე ჩვენი ოპოზიციისთვის კომპეტენტური უწყება იყო მანამ, სანამ ეუთო/ოდირმა არ დაწერა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები არის ლეგიტიმური და რომ ამ არჩევნებმა მაღალი სტანდარტებით ჩაიარა“- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა განაცხადა.

ნინო წილოსანი ეუთო/ოდირზე თავდასხმებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი ის განცხადება, რომ არჩევნებმა კარგად ჩაიარა, ოპოზიციისთვის და ევროპელი პოლიტიკოსებისთვის აღარაფერს ნიშნავს.

„ამის შემდეგ იწყება ძალიან დიდი თავდასხმები ეუთო/ოდირზე მათ შორის, სამწუხაროდ ევროინსტიტუციების წარმომადგენლებისგან, ევროპელი პოლიტიკოსებისგან და ეს კავშირი იმდენად ნათელია, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს- ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნებმა კარგი სტანდარტებით ჩაიარა, რომელიც ასევე ეუთო/ოდირმა დაადასტურა, უკვე არაფერს ნიშნავს მათთვის და მათთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ აღქმის შექმნა არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი, რომლითაც ამ აქციების მუხტს ცოტათი მაინც ინარჩუნებენ“- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...