პარლამენტი დღეს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს

პარლამენტში პრემიერობის კანდიდატს განახლებულ გუნდთან ერთად ელიან. საკანონმდებლო ორგანო დღეს მთავრობას და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობას გამოუცხადებს.

როგორც ითქვა, სამთავრობო პროგრამა ყველა იმ საჭიროებასა და გამოწვევას პასუხობს, რომელიც ქვეყანაში დგას. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ინიციატივით, განათლება და მეცნიერება კვლავ ცალკე უწყებაა, კულტურა და სპორტი – ცალკე. ამ სფეროებს ალექსანდრე წულაძე და თინათინ რუხაძე იბარებენ.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრი იქნება – იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„როიტერი“ – პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავებისა...

პენტაგონმა ბალტიის ქვეყნებს რუსეთის მიმართ მკვეთრი განცხადებებისგან თავის შეკავება სთხოვა, — ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. როგორც სააგენტო წერს, პენტაგონის წარმომადგენლებმა ბოლო...