ნინო წილოსანი: სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციის მხრიდან უკვე ნანახი გვაქვს – 2020 წლის სცენარს იმეორებენ

სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა ოპოზიციის მხრიდან უკვე ნანახი გვაქვს, 2020 წლის სცენარს იმეორებენ, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა.

„რადიკალების ჯგუფი 2020 წლის სცენარს იმეორებს. იმდენად უინტელექტოები არიან, რომ ახლის მოგონებაც არ შეუძლიათ. ნანახი გვაქვს სიების ჩახსნაც და მანდატებზე უარის თქმაც. ერთმანეთს ელოდებიან. მოგებული ის დარჩება, ვინც მანდატებზე უარს არ იტყვის. ამას კარგად აცნობიერებენ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე: დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება...

დღეს, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას. საქართველო ყოველთვის იყო რეგიონში მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და...