4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი აქტივისტის განცხადებაზე: თითოეული მათგანი გამოკრავს ხელს სასხლეტს დაუფიქრებლად და გაგვიხვრეტს შუბლს, ოდესმე ძალაუფლებასთან რომ მივუშვათ, საზოგადოება უნდა გაიწმინდოს მსგავსი ქილერებისგან

სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი – აი ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე, – ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, ოპოზიციონერი აქტივისტის, ეკა ელოშვილის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს.

კერძოდ, ელოშვილმა დაწერა: “თუ როდის და როგორ დავაგორებ რატი იონათამიშვილს ვარაზის ხევზე, ამის შესახებ გეგმას გეტყვით ხვალ. ან შაბათს. არა, იმის იქეთ ხუთშაბათს.”

ქადაგიძის თქმით, ყველა ოპოზიციონერი აქტვისტი ერთ თარგზეა მოჭრილი და თითოეული დაუფიქრებლად გამოკრავს სასხლეტს ხელს, ოდესმე ძალაუფლება თუ ჩაიგდო ხელში.

“სულით მახინჯი, ბოროტი, ღვარძლიანი, არაადამიანი, ყველა სიბინძურეზე წამსვლელი – აი ეს არის კრებსითი რადიკალი ოპოზიციონერის სახე.
სახელს და გვარს არ აქვს მნიშვნელობა, ყველა ერთ თარგზე მოჭრილი ნაძირალაა, ყველა უსამშობლო მანქურთია. თითოეული მათგანი გამოკრავს ხელს სასხლეტს დაუფიქრებლად და გაგვიხვრიტავს შუბლს, ოდესმე ძალაუფლებასთან რომ მივუშვათ.
ვინმე ფიქრობს რომ რამე ბრძოლა დასრულდა?
არა, არათუ დასრულებულა, ყველაფერი ახლა იწყება. საზოგადოება უნდა გაიწმინდოს მსგავსი ქილერებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს თუ გადავრჩით, ხვალ ვეღარ გადავრჩებით!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.https://www.facebook.com/story.php?story_fbid=547079481512951&id=100086327117582&rdid=kIQ51opq7m23abAd

ავტორი:

ბოლო სიახლეები