ნინო წილოსანი: ამ ქვეყანაში უმცირესობა, ოპოზიცია ვერასდროს გადაწყვეტს პოლიტიკური პროცესების ბედს

თბილისში გამართული საპროტესტო აქციები პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა შეაფასა. მისი განცხადებით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დესტრუქციული ქმედებები პარლამენტის საქმიანობას ვერ შეაფერხებს.

„ამ სცენარების მიუხედავად, რეალურად პოლიტიკური პროცესები შესრულდება, იმიტომ რომ ეს ამ ქვეყნის უმრავლესობამ მოინდომა. ის მცირერიცხოვანი აქცია, შეკრება, აგრესიული ადამიანების გამოსვლები ამის შემაფერხებელი ვერ იქნება. ამ ქვეყანაში უმცირესობა, ოპოზიცია ვერასდროს გადაწყვეტს პოლიტიკური პროცესების ბედს“, – აღნიშნა წილოსანმა.

ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად პარლამენტს გარეთ აქციას გამართავენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: ანა ბუჩუკურს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის შესახებ...

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ანა ბუჩუკურის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დეპუტატ არჩილ გორდულაძის მიერ სასტუმროში ბრიფინგის გამართვა გააკრიტიკა. აბაშიძის შეფასებით, სასტუმროში ბრიფინგის გამართვა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და...