4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ირაკლი ქადაგიშვილი: თუკი პრეზიდენტი, რომელიც გასულია საკონსტიტუციო სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, როგორც კონსტიტუციაში წერია, პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა

თუკი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად გასულია საკონსტიტუციო ველიდან და სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, როგორც კონსტიტუციაში წერია, ახლადარჩეული პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა, – განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება.

„როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის შეკრების დღე, თარიღი შეუძლია განსაზღვროს საქართველოს პრეზიდენტს. ეს უფლება მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი პრეზიდენტი, რომელიც ფაქტობრივად გასულია საკონსტიტუციო ველიდან და სივრციდან, არ დანიშნავს კონკრეტულ დღეს, მაშინ როგორც კონსტიტუციაში წერია, ახლადარჩეული პარლამენტი იკრიბება შემაჯამებელი ოქმის გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა.

ამიტომ, პარლამენტი ყველა შემთხვევაში შეიკრიბება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები