15 ნოემბერი, პარასკევი, 2024
15 ნოემბერი, პარასკევი, 2024

კახა კალაძე: კანონით არის განსაზღვრული, რომ შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს ეკეკლუცებიან

„ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი შავი წერტილი არის გარედან მართული რადიკალები,
უსამშობლო, მოღალატე აგენტები. ეს არის დღევანდელი რეალობა“, – ასე გამოეხმაურა
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ძეგლებზე შავწერტილიანი
სამკლაურების შებმის შესახებ.
მისივე თქმით, უსუსურია ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიაც სიების ჩახსნასთან
დაკავშირებით.
„სიებთან დაკავშირებითაც უსუსური კამპანიაა. თავიდანვე იცოდნენ, რომ
შეუძლებელია ეს, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, კანონით არის განსაზღვრული,
შეუძლებელია სიების ჩახსნა, მაგრამ ალბათ თავიანთ ამომარჩევლებს
ეკეკლუცებიან თუ რა უნდათ, არ ვიცი. ეს პირდაპირ ასახავს, თუ რა
მდგომარეობაში იმყოფებიან ისინი. თუ ვინმეს უნდაა აქციაზე გასვლა, ესეც მათი
უფლებაა, არავინ არ ზღუდავს. შეუძლიათ ჩაატარონ, გამოხატონ სხვადასხვა
ფორმით, მთავარია, ყველაფერი იყოს კანონის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში
სახელმწიფოს მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება კანონის ფარგლებში“, –
განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები