აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეიძლება მალე დანიშნოს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, რომელიც გაუძღვება ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„იქნება ძალიან მაღალი რანგის სპეციალური წარმომადგენელი, დიდი ავტორიტეტის მქონე ადამიანი, რომელსაც დაევალება გამოსავლის პოვნა, მშვიდობიანი მოგვარების მიღწევა. ამას მალე ნახავთ“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ Fox News-ს.