თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა უძლიერესი პასუხი გასცა ისრაელის სისასტიკეს პალესტინაში ისეთი ნაბიჯებით, როგორიცაა ვაჭრობის შეჩერება.
„სანამ იარაღის მიწოდება გაგრძელდება, ისრაელი უფრო აგრესიული იქნება, ვითარება პალესტინასა და ლიბანში გაუარესდება“, – განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ერთ-ერთი კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას ისრაელის თავდასხმების წინააღმდეგ, არის მუშაობა პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე.
„სავაჭრო შეზღუდვები და სანქციები ისრაელზე ბრძოლის კიდევ ერთი ფორმაა. ასევე გადამწყვეტია აქტიური დიპლომატია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გასაძლიერებლად“, – დასძინა მან.