ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განაცხადებით, დასავლელი ლიდერები რომ არ ყოფილიყვნენ თავშეკავებულნი თავიანთ გადაწყვეტილებებში რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკის გამო, ისინი თავიანთ ჯარებს უკრაინაში განათავსებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„ავღანეთში ბრძოლა არ არის იგივე, რაც რუსებთან ბრძოლა უკრაინაში. თალიბებს არ ჰქონდათ ბირთვული იარაღი. რუსებს აქვთ. და კიდევ, მე არ ვამბობ, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენ ვიღებთ რისკს, როგორც ალიანსი და ეს არის პოლიტიკური დისკუსია […] ამ რისკზე წასვლა“, – აღნიშნა ადმირალმა.
„მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რუსებს რომ არ ჰქონოდათ ბირთვული იარაღი, ჩვენ ვიქნებოდით უკრაინაში და გავაძევებდით მათ“, – განაცხადა მან