ABC News: ტრამპს განათლების დეპარტამენტის გაუქმება სურს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი განათლების დეპარტამენტის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეფორმის გეგმა წარადგინა, რომელიც საჯარო სკოლებში ლოცვას და მოსწავლეებში პატრიოტიზმის გაღვივებას; ასევე შეუსაბამო რასობრივი, სექსუალური ან პოლიტიკური შინაარსის პროგრამების დაფინანსების შემცირებას ითვალისწინებს.

ტრამპის რეფორმა სკოლებში მშობლების უფლებების გაზრდასაც მოიცავს. ABC News-ის ცნობით, ტრამპს სურს, რომ სკოლები ინდივიდუალურად შტატებმა გააკონტროლონ, და არა ფედერალურმა მთავრობამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...