კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაში ერთ–ერთყველაზე მწვავე გამოწვევად ყალიბდება, რაცსაჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებასდა თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივიშედეგების დასაძლევად, – ამის შესახებსაქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლიკობახიძემ COP29-ის ლიდერების სამიტზესიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კლიმატისცვლილება სერიოზულად არღვევს განვითარებადიქვეყნების ეკონომიკას და საფრთხეს უქმნისგანსაკუთრებით მოწყვლადი ქვეყნების დაადგილობრივი თემების საარსებო პირობებს.
“ბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო დაბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგმართოთსაქართველოს სახელით. თავდაპირველად, მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანისრესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ ილჰამ ალიევს, ასევე კონფერენციის პრეზიდენტს, ბატონ მუხტარბაბაევს და აზერბაიჯანის რესპუბლიკისმთავრობას, გულითადი მასპინძლობისა დაბაქოში კონფერენციის გამორჩეულადწარმატებული ორგანიზებისთვის.
ეს ღონისძიება მნიშვნელოვანი საეტაპომოვლენაა, რადგან სამხრეთ კავკასიის რეგიონისქვეყანა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მონაწილეთა კონფერენციასპირველად მასპინძლობს. მსურს, წარმატებებივუსურვო აზერბაიჯანს ამ მიმართულებითნაყოფიერი და ამბიციური შედეგების მიღწევაში, მოლაპარაკებების პროცესში თანამშრომლობისსულისკვეთებისა და კონსტრუქციული დიალოგისხელშეწყობაში.
ეს კონფერენცია კრიტიკულ დროს ტარდება, რადგან კლიმატის ცვლილება ჩვენს ეპოქაშიერთ–ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევადყალიბდება, რაც საჭიროებს გლობალურ, გადაუდებელ ქმედებას და თანამშრომლობას, მისი მრავალმხრივი შედეგების დასაძლევად. სამწუხაროდ, ამ გზაზე შეიარაღებულიკონფლიქტები არა მხოლოდ სერიოზულჰუმანიტარულ კრიზისებს იწვევს, არამედ ხელსუშლის და ანელებს მსოფლიო ძალისხმევასკლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში.
კლიმატის ცვლილების მზარდი ზემოქმედება, მათშორის მყინვარების სწრაფი დნობა და ზღვისდონის აწევა, სერიოზულად არღვევსგანვითარებადი ქვეყნების ეკონომიკას დასაფრთხეს უქმნის განსაკუთრებით მოწყვლადიქვეყნების და ადგილობრივი თემების საარსებოპირობებს. სამწუხაროდ, საქართველოც არწარმოადგენს გამონაკლისს და დგას კლიმატისცვლილების მკაცრი შედეგების წინაშე. ბოლოწლებში მნიშვნელოვნად ამაღლდა ცნობიერებაადამიანის უფლებებსა და ეკოლოგიას შორისარსებული კავშირების შესახებ“, – განაცხადაპრემიერმა.









