15 ნოემბერი, პარასკევი, 2024
15 ნოემბერი, პარასკევი, 2024

Economist Intelligence Unit-ის და მსოფლიო ბანკის მორიგი აღიარება. საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე , ევროპაში კი 11-ეა, შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა

მსოფლიო ბანკმა Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა „კორუფცია საჯარო მოხეელებს შორის“ , რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს კორუფციის კონტროლის  მიმართულებით.

საქართველომ შეფასების 100%-იანი სკალიდან75%-ი აიღო, რაც მისი ისტორიული მაქსიმუმია. მსოფლიო რეიტინგში საქართველო   22-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა. შეფასების 11 წლიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ პერიოდში  საქართველომ შეფასების ქულა 50 პროცენტული პუნქტით გაიუმჯობესა. 2012 წელს საქართველოს შეფასების 100%-იანი სკალიდან მხოლოდ 25%-ი ჰქონდა მინიჭებული,  25 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა ბელარუსს და მსოფლიო რეიტინგში 71-ე ადგილზე იყო გამწესებული. დღეს საქართველო რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ნატოს და ევროკავშრის წევრ 19 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, უნგრეთი, ლივა, ლატვია,  სლოვაკეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია,  ჩრდილოეთ მაკედონია, რუმინეთი, მალტა, მონტენეგრო, თურქეთი, ბულგარეთი, ალბანეთი. საქართველომ რეიტინგში თანაბარი შეფასება მიიღო ისეთ მოწინავე ქვეყნების გვერდით როგორიცაა ისლანდია, ირლანდია, ბელგია, საფრანგეთი, იაპონია, შეერთებული შტატები, ესტონეთი, ჩეხეთია.შ.

საქართველო ლიდერია კავკასისა და შავიზღვისპირეთში, ამასთან პოსტსაბჭოთა სივრცეში ესტონეთთან ერთად პირველ ადგილზეა.

https://www.worldbank.org/content/dam/sites/govindicators/doc/eiu.xlsx

https://www.worldbank.org/en/publication/worldwide-governance-indicators/documentation#2

ავტორი:

ბოლო სიახლეები