კიევში 23-24 ნოემბერს ქვიარ პროპაგანდის ფესტივალი გაიმართება

ორგანიზაცია „კიევ პრაიდი“ 23-24 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ქვიარ პროპაგანდის ფესტივალს ჩაატარებს.

„უქმეები არსებობს იმისთვის, რათა საინფორმაციო სივრცეში ქვიარის შესახებ ბალანსი აღვადგინოთ და ცოდნა ავიმაღლოთ”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფესტივალის სტუმრებს ლექციები და სხვა აქტივობა ელით, რომლის შესახებაც მათ დაწვრილებით მოგვიანებით აცნობენ.

ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მომდევნო კვირას გახდება ცნობილი. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ალი ასადოვი – საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია,...

საქართველოსთან ურთიერთობების განვითარება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხები საუკუნეების განმავლობაში მოძმე, მეგობრულ ვითარებაში ცხოვრობენ, — ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი...