აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, რომ „რესპუბლიკელი“ მაიკ უოლცი უსაფრთხოების საკითხებში საკუთარ მრჩევლად დანიშნოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უოლცი აშშ-ის ეროვნული გვარდიის თადარიგის პოლკოვნიკია. ის აგრეთვე გამოირჩევა ჩინეთის კრიტიკით და თანმიმდევრულად უჭერს მხარს ტრამპს.
უოლცს არაერთხელ განუცხადებია, რომ აშშ აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სავარაუდო კონფლიქტისთვის უნდა ემზადებოდეს. როგორც Reuters-ი იუწყება, ამ თანამდებობაზე ადამიანის დანიშვნა არ საჭიროებს დამტკიცებას სენატში.
უოლცი პასუხისმგებელი იქნება ტრამპის ინფორმირებაზე უსაფრთხოების საკითხებში. აღსანიშნავია, რომ უოლცი 2021 წლეს ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანას აკრიტიკებდა. ის დადებითად აფასებს ტრამპის მოსვლას და თვლის, რომ ის პენტაგონში არსებულ სიტუაციას შეცვლის.









