ილჰამ ალიევთან ვისაუბრეთსაქართველო–აზერბაიჯანის სტრატეგიულპარტნიორობაზე, მეგობრულ ურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორ ქვეყანას, – ამისშესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმაირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოშიგანუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხოდარგობრივ თანამშრომლობას და სხვადასხვამიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევუფრო მეტად გაღრმავებას.
„მონაწილეობას ვიღებთ გაეროს კლიმატისცვლილების კონფერენციაში. კონფერენციისფორმატში გვექნება ასევე შეხვედრებისგამართვის შესაძლებლობა. დღეს მოხარული ვარ, რომ მქონდა შეხვედრის შესაძლებლობა ბატონილჰამ ალიევთან, სადაც ვისაუბრეთსაქართველო–აზერბაიჯანის ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მეგობრულურთიერთობებზე, რომელიც აკავშირებს ჩვენს ორქვეყანას. საუბარი გვქონდა მათ შორის, დარგობრივ თანამშრომლობაზე, სხვადასხვამიმართულებით ჩვენი პარტნიორობის კიდევუფრო მეტად გაღრმავებაზე. გვქონდა ძალიანმეგობრული და პროდუქტიული შეხვედრა ყველათემასთან დაკავშირებით. ერთ–ერთიმნიშვნელოვანი თემა, რაზეც ჩვენ გვქონდასაუბარი, ეს იყო ენერგეტიკა დაენერგოუსაფრთხოება, დაკავშირებადობა. ჩვენგვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანისტრატეგიული პროექტები, ასევე ერთად ვმუშაობთამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევუფრო მეტად გაღრმავებაზე, მათ შორის, შუადერეფნის ინიციატივის ფარგლებში. რა თქმაუნდა, კიდევ უფრო გაღრმავდება ჩვენიპარტნიორობა“, – განაცხადა პრემიერმა.