3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ნიკა გვარამია ცესკოს ადმინისტრაციას და დეპუტატებს ემუქრება

ნიკა გვარამია ცესკოს ადმინისტრაციას და დეპუტატებს ემუქრება. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც საზოგადოება მალე ნახავს.

„რაღაც ჩქარ-ჩქარა ფაციფუცობთ ცესკოდ წოდებულნო. ახლა, თქვენ თუ გგონიათ, რომ 21-ის ნაცვლად 16 ნოემბერს თუ გამოგვიცხადებთ შემაჯამაბელ ოქმს (ისტორიულ განაჩენს), მანამდე ვერ მოგისწრებთ ყველაფერს, რაც დაგეგმილი გვაქვს, ძაან მიგიქარავთ. ფეხს ვერ გამოადგამთ მაგ თქვენი მცირე ქაჯეთის ციხიდან! და ის პატივცემული გვამები ფეხს ვერ შეადგამენ დიდ ქაჯეთის ციხეში.

ps

შემთხვევით, ვინმემ ხომ არ დაიჯერა, რომ კარვებს და “კიდო იმგენს” აღარ ვიმარაგებთ? :)) ვიმარაგებთ, ვიმარაგებთ. და “კიდო იმგენი” ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია კარვებზე. ახლა რომ აქ არ მოგიყვებით, ხვდებით ალბათ. საჭირო დროს და საჭირო ადგილზე გაიგებთ, დაგველოდეთ“, – წერს გვარამია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები