3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2013 წელს დონალდ ტრამპმა მას რჩევა ჰკითხა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე, მაშინ როდესაც ტრამპმა არჩევნებში პირველად 2016 წელს იყარა კენჭი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დონალდ ტრამპმა 2013 წელს მას რჩევა ჰკითხა საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა მონაწილეობაზე, მაშინ როდესაც ტრამპმა არჩევნებში პირველად 2016 წელს იყარა კენჭი.

„2013 წელს, უკვე პრეზიდენტობის შემდეგ, ნიუ იორკში ვიყავი, როცა მაიკლ კოენმა დამირეკა და მითხრა, შენთან დონალდს სურს დალაპარაკებაო და გადასცა მას ყურმილი.

მკითხა, სად ხარო. ვუთხარი, რომ ნიუ იორკში ვიყავი, თუ გინდა მესტუმრე-მეთქი. დამპირდა, რომ გამომივლიდა უილიამსბურგში, თანაც მითხრა, რას ფიქრობ, მიშა, პრეზიდენტად ხელახლა კენჭი რომ ვიყაროო. ვუპასუხე: ხომ იცი ამის შესახებ ჩემი აზრი, ადრეც ბევრჯერ გვისაუბრია, რა თქმა უნდა, მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი შანსები გაქვს-თქო.

ცოტა იხტიბარგატეხილმა მიპასუხა: – რა ვიცი, ჩემ გარშემო არავის არ სჯერა, რომ მაქვს შანსები. გავამხნევე, არ დაუჯერო-მეთქი. და მერე მაიკლს გადაულაპარაკა, ხომ ხედავ, ხომ გეუბნებოდი, მიშაც ამბობს, რომ მაქვს შანსებიო“, – წერს სააკაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები