“ამ არჩევნების შედეგს ჩვენ არ ვაღიარებთ, “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება” – ნიკა გვარამია

ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი , – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” ოპოზიციის გამარჯვების აღიარება მოუწევს.

“ამ არჩევნების შედეგს ჩვენ არ ვაღიარებთ, არჩევნები არის მოპარული, საქართველოში ხელისუფლების უზურპაცია მოხდა, ეს არის საკონსტიტუციო გადატრიალება, “ქართული ოცნება” არის საკონსტიტუციო გადატრიალების ავტორი და ამაზე “ქართული ოცნება” აგებს პასუხს აუცილებლად, იმ წესით, როგორი წესითაც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, მაგრამ ვიდრე ეს მოხდება, “ქართულ ოცნებას” მოუწევს ოპოზიციის გამარჯვების აღიარება”, – განაცხადა გვარამიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით...

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვისთვის გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის...