3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

საერთაშორისო დამკვირვებელი ულრიხ ზინგერი: ვფიქრობ, ეს არის თავისუფალი არჩევნები, შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, ასე რომ, არავის აქვს შესაძლებლობა, ვინმეს რამე აიძულოს

მე ვფიქრობ, რომ ეს არის თავისუფალი არჩევნები, ხმის მიცემის უფლება ყველას აქვს და შესაძლებელია ხმის მიცემა ფარულად, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა გერმანიიდან, ულრიხ ზინგერმა, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება.

მისი თქმით, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა, შესაბამისად, ვერავის ვერაფერს აიძულებენ და იძულების ფაქტი არც გამოვლენილა, ვინაიდან, ხმის ფარულად მიცემისას, შეუძლებელია ვინმეს რამე აიძულო.

„ვფიქრობ, ვერავის აიძულებენ ხმის მიცემას და აქაც არავინ იყო ისეთი, ვისაც იძულებით ხმა მიაცემინეს, რადგან თქვენ გაქვთ ფარულად ხმის მიცემის შესაძლებლობა და ამ დროს, არ არის შესაძლებელი, ვინმემ გაიძულოთ ხმის მიცემა.“ – აღნიშნა ულრიხ ზინგერმა.

რაც შეეხება, ელექტრონულ არჩევნებს, ზინგერის აზრით, კარგი იქნება, თუ მსგავსი მეთოდი გერმანიაშიც დაინერგება, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ხმები ითვლება ორჯერ – აპარატის და შემდეგ ადამიანების მიერ, რაც გაყალბების რისკს ხსნის.

„ვფიქრობ, გერმანიაშიც კი კარგი იქნება [ელექტრონული არჩევნები]. ჩვენ გვაქვს ხელით დათვლა, როგორც ადრე თქვენც გქონდათ და ეს კარგია, მაგრამ ახლა თქვენ გაქვთ ორჯერ დათვლის შესაძლებლობა. ერთხელ ითვლება აპარატის მიერ და შემდეგ ისევ ადამიანების მიერ და არ არსებობს თაღლითობის რისკი.“ – განაცხადა ულრიხ ზინგერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები