21 დეკემბერი, შაბათი, 2024
21 დეკემბერი, შაბათი, 2024

რადიო თავისუფლება: აშშ-ის საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში აცხადებენ, რომ შეერთებულ შტატებს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია, – ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

„ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას“, – აცნობეს რადიო თავისუფლებას საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან.

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები