„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრების გამართვას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფლების: ბუკნარის, ქვენობანისა და ბასილეთის მოსახლეობას შეხვდა.

26 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩოხატაურში, ქვენობანის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება, სადაც მაჟორიტარობის კანდიდატი მინდია დოლიძე იქნება. კანდიდატის წარდგენასთან ერთად შეხვედრაზე ისაუბრეს ხელისუფლების მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებზე, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე.

„მადლობას ვუხდი ჩოხატაურში მცხოვრებ მოქალაქეებს საარჩევნო კამპანიაში აქტიური ჩართულობისთვის და ძლიერი მხარდაჭერისთვის! ჩვენ, ერთად გავიმარჯვებთ!”- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – გიორგი ურუშაძე, ქვენობნის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარობის კანდიდატი – მინდია დოლიძე, ჩოხატაურის მერი – დავით შარაშიძე და საკრებულოს წარმომადგენლები.

მსგავსი სიახლეები

კაია კალასი: ევროპელები უკრაინის ომით დაიღალნენ

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განაცხადებით, ევროპაში ადამიანები უკრაინის ომით დაიღალნენ. როგორც კალასმა მონრეალის უნივერსიტეტში კანადის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანიტა ანანდთან საჯარო...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და რადის დეპუტატმა მიკიტა პოტურაევმა, რომელიც საქართველოში...

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი მიკიტა პოტურაევი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საქმეს გამოეხმაურა. პოტურაევმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, თბილისში სასტუმრო...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან ერთად, თბილისში სასტუმრო ART Riverfront-ი გახსნა. მთავრობის მეთაურმა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად,...

ნიკოლოზ სამხარაძე პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით IPP-ის წევრების მოთხოვნაზე: პაატა ბურჭულაძემ...

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე „ქრონიკასთან“ გამოეხმაურა „ევროპის სახალხო პარტიის“ 5 წევრის მოთხოვნას პაატა ბურჭულაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მკაფიოდ უნდა...