,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზონის უფროსი დიმიტრი კვანტალიანი ქუთაისში “ქართული ოცნების” შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა

 

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზონის უფროსმა, დიმიტრი კვანტალიანმა, ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში “ქართული ოცნების” შეხვედრის ჩაშლა სცადა.

აღნიშნული შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში თავად კვანტალიანმა გაავრცელა და აღიარა, რომ მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მივიდა, რადგან “ქოცური პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგია”.

“ავტო-ქარხანაში ქოცური პროპაგანდის შეხვედრის წინააღმდეგ!!!გადაღების შესაძლებლობა არ მომცეს!!!26 ში დაგასრულებთ ქართველი ხალხი!!!” – წერს დიმიტრი კვანტალიანი ფეისბუქზე.

https://www.facebook.com/share/v/1u2dho96BAm46Ggo/?mibextid=oFDknk

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გლობალური შიმშილის ინდექსით, საქართველო საუკეთესო ქვეყნებს შორის დასახელდა, უკრაინა და მოლდოვა...

გამოქვეყნდა გლობალური შიმშილის 2026 წლის ანგარიში. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების...