“რამდენი მედალიც არ უნდა ქონდეს მოგებული ამ ადამიანს, ასეთი წარმოუდგენელი რამის თქმა ხუმრობითაც კი ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს”- წერს გიორგი კანდელაკი ოლიმპიური ჩემპიონის, გენო პეტრიაშვილის შესახებ.
კანდელაკი სოციალურ ქსელში აზიარებს ვიდეოს, სადაც გენო პეტრიაშვილმა დასმული კითხვის საპასუხოდ, თუ ვის შეიყვანდა გორელების ხუთეულში, ერთ-ერთი სტალინი დაასახელა.
კანდელაკის თქმით, როცა სტალინის განდიდებას ახდენ და მისით ამაყობ, სამარცხვინოა და არანაირი გამართლება არ აქვს.
კანდელაკი პეტრიაშვილისგან მის მიერ ნათქვამი სიტყვების გამო, ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“ეს არის სამარცხვინო ამბავი, რამდენი მედალიც არ უნდა ქონდეს მოგებული ამ ადამიანს, ასეთი წარმოუდგენელი რამის თქმა ხუმრობითაც კი (და მე პირადად არ დამრჩა შტაბეჭდილება რომ ხუმრობს) ყველანაირ სპორტულ მიღწევას აუფასურებს. როცა ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს ათეულ მილიონობით ადმიანის მკვლელის, მსოფლიოში პირველი ტოტალიტარული სისტემის შემქმნელის და საქართველოს საბჭოთა რუსული ოკუპაციის ინიციატორის განდიდებას ახდენ და მისით ამაყობ, სამარცხვინოა და არანაირი გამართლება არ აქვს და ვერასდროს ექნება. თან ზუსტად 1924 წლის აჯანყების და შემდგომი ტრაგედიის 100 წლისთავის დღეებში, როცა სწორედ სტალინის ბრძანებით მინიმუმ 3,900 ადამიანი დახვრიტეს (რეალური რიცხვი ბევრად მეტია). ბოდიში აქვს მოსახდელი და ეს სიტყვები უკან წასაღები, ხუმრობის შემთხვევაშიც კი. ესაა საბჭოთა რუსულ ოკუპაციასთან და კი, იოსებ ჯუღაშვილთან ბრძოლაში დაღუპული ათეულ ათასობით ადამიანის ხსოვნის შეურაცხყოფა, ესაა 1937-38 წლების დიდი სტალინური ტერორის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, ესაა მარო მაყაშვილისა და იუნკრების ხსოვნის შეურაცყოფა. ვინმე ავსტრიელმა რომ ჰიტლერი დაასახელოს პირველ ავსტრიელად. არანაირი განსხვება არაა. სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი.”- წერს გიორგი კანდელაკი.