ცოტნე ანანიძე: „ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა, იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა

„ნაცების“ საარჩევნო ნარატივი კოალიციური მთავრობაა. მიშა ერთპიროვნული დიქტატორი იყო, ჟვანია-ბურჯანაძესთან ერთად მოვიდა, ორივე მოიცილა. იმავეს გააკეთებს, თუ ამის შანსი მიეცა, – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ.

„სინამდვილეში, ოპოზიციიდანაც იგივე ხდება დღეს, ფორმალურად იყოფიან და თითქოს რამდენიმე ოპოზიციურ ცენტრს ქმნიან, რეალურად ყველა ერთი ქოლგის ქვეშ არიან. მიშას ერთპიროვნული მმართველობის კომპლექსები ყველასთვის კარგად ცნობილია.

ხელისუფლების დანაწილების პრინციპის აბსოლუტური უგულებელყოფა და კლასიკური ავტორიტარიზმი, რომელიც არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში“, – აცხადებს ცოტნე ანანიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან...

დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა...