10 სექტემბერი, სამშაბათი, 2024
10 სექტემბერი, სამშაბათი, 2024

ხელისუფლების მხრიდან ამგვარი აგრესია მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, რაც კიარ დააშინებს, არამედ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას – გიგი წერეთელი

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი წერეთელი ნიკა მელიაზე თავდასხმას
გამოეხმაურა.

„როგორც მოსალოდნელი იყო საარჩევნო კამპანიის პირობებში, ხელისუფლება შეიტანდა
ძალიან დიდ დაძაბულობას, ამაზე ღიადაც იყო საუბრები, მოწოდებები, ხელისუფლების
პირველი პირებისგანაც და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ასეთ ძალადობრივ კამპანიას
აპირებენ, ამის ნათელი მაგალითი იყო რაც მოხდა – თავდასხმა ოპოზიციურ ლიდერზე,
ნიკა მელიაზე.

უაღრესად სამწუხაროა, რომ ასეთი გეგმით მოქმედებს მმართველი პარტია არჩევნებზე,
ცდილობენ საზოგადოების დაშინებას, კონფროტაციის გაღრმავებას და ამით
ელექტორალურ განწყობებში ცვლილებების შეტანას, ვთვლით რომ ეს პირიქით
იმოქმედებს, მეტ გაბრაზებას გამოიწვევს მოსახლეობაში რომლის უმრავლესობის
მთავარი გზავნილი დღეს ოპოზიციის ერთიანობა და ხელისუფლების ანტიდასავლურ
პოლიტიკასთან დაპირისპირებაა და დარწმუნებული ვართ ოქტომბრის არჩევნებზე
განწყობა მივა სწორედ საარჩევნო უბნებამდე.“ – განაცხადა გიგი წერეთელმა.

განწყობა მივა სწორედ საარჩევნო უბნებამდე.“ – განაცხადა გიგი წერეთელმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები