ირაკლი ქადაგიშვილი ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებაზე: ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინტერესი აქ არ არის რომელიღაც ერთ კანონში, ინტერესი უფრო გლობალურია

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აშშ–ს მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეწყვეტილი 95 მილიონი ლარის მიზნობრიობა გაურკვეველია, რადგან ეს თანხა ბიუჯეტში არ არის ასახული. ამერიკის მხრიდან აღნიშნული დამოკიდებულება კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი გაცილებით უფრო გლობალურია.

„გაურკვეველია თვითონ ამ 95 მილიონის მიზნობრიობა რაში იყო. ყოველ შემთხვევაში ბიუჯეტში ეს თანხა ასახული არ არის, აქედან გამომდინარე ალბათ ამას ცალკე ახსნა–განმარტება დასჭირდება.

ზოგადად ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ ინტერესი აქ არ არის რომელიღაც ერთ კანონში, ინტერესი უფრო გლობალურია და უკავშირდებოდა იმას, რომ გარკვეული ძალისხმევა საქართველოს ამ გლობალურ ომში უნდა გაეწია.“– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...