16 სექტემბერი, ორშაბათი, 2024
16 სექტემბერი, ორშაბათი, 2024

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 2 აგვისტოს გაიმართება.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე გაიმართება.

სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ სავარაუდოდ, დისტანციურად დაესწრება ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტიც.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა შესაძლოა, საქმის ხელახალი განხილვის დაწყების შუამდგომლობა დააყენონ, ვინაიდან საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს – ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები