16 ივლისი, სამშაბათი, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ფუძნდება საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ფუძნდება. აღნიშნულის შესახებ მოძრაობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

“ოთხშაბათს, 10 ივლისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართება ბრიფინგი, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის გააკეთებენ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე. ბრიფინგზე მოძრაობის დამფუძნებელი წევრები საზოგადოებას და მედიას გაუზიარებენ ინფორმაციას მოძრაობის დაფუძნების მიზეზებისა და მიზნების შესახებ. საზოგადოებრივ მოძრაობას ექნება ცენტრალური ოფისი თბილისში, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში წარიმართება მუშაობა მოძრაობის ამოცანების შესასრულებლად.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელი ჯგუფის წევრები:

• ვატო შაქარიშვილი
• ბიძინა გიორგობიანი
• ნანა კაკაბაძე
• გელა ნიკოლაიშვილი
• ლევან ნიკოლეიშვილი.”- აღნიშნულია პრესრელიზში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები