პრემიერი: ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!

პრემიერი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდის.

„ჯერ იყო ევროპაზე პირველი გასვლა, შემდეგ ევროპაზე პირველი გოლი, დღეს ევროპაზე პირველი ქულა, 26-ში ევროპაზე პირველი მოგების ჯერია!

26 ჩვენი დღეა. მადლობა ბიჭებს!“ – წერს პრემიერი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველო-ჩეხეთის ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

26 ივნისს საქართველოს ნაკრები გელზენკირხენში, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა,...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ე.წ. second-hand ოპოზიციად იქცა და საერთაშორისო რესპუბლიკურმა...