პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის ელჩს ჰადას მეიცადს შეხვდა

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ხალხთა შორის არსებულ ისტორიულ მეგობრობაზე, რომელსაც ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობები ეფუძნება. ასევე, განიხილეს ისრაელი-საქართველოს პარტნიორობის საკითხები სხვადასხვა სფეროში, იმსჯელეს სამომავლო პერსპექტივებზე.

პარტიის თავმჯდომარემ დიპლომატს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სოლიდარობა 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სახელმწიფოსა და მოქალაქეებზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის გამო.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ასევე რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა...

“ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონატიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს ევროპული სტანდარტით...