24 ივნისი, ორშაბათი, 2024
24 ივნისი, ორშაბათი, 2024

პაატა კვიჟინაძე: ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე, ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, რაზეც ყველა ვსაუბრობთ, მაშინ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს

რაც შეეხება ანაკლიის პორტს, სამწუხაროდ, ამერიკული და ევროპული კომპანიები არ შემოვიდნენ, არც არასდროს ყოფილან და სწორადაც შვრებოდნენ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იმიტომ, რომ ანაკლიის პორტს არ აქვს არავითარი აზრი ჩინური ტვირთის გარეშე. ფოთს და ბათუმს თუ რეკონსტრუქცია გაუკეთდება, ცოტა გავაძლიერებთ, ეს სრულიად საკმარისია იმ ტვირთისათვის, რაც ახლა არის, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, ისინი შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები და შესაბამისად, დიდი გავლენის მქონე არიან, ამიტომ ჩინეთიდან შემოსული ტვირთი არის ანაკლიის პორტისთვის სტაბილურობის გარანტი, რისი პრობლემაც ადრე არსებობდა.

“ჩვენ თუ გვინდა 100 მილიონიანი პორტი, რაზეც ვსაუბრობთ და ყველა ჩვენგანს გვინდა, მაშინ აქ უნდა წამოვიდეს ჩინური ტვირთი, რატომ? იმიტომ, რომ ჩინეთი ევროპასთან ვაჭრობს 780 მილიარდს, აქედან 5 პროცენტიც კი რომ წამოვიდეს, უფრო ნაკლები მეტს ჩვენ ვერც გავატარებთ. იცით, რომ ეს მარტო ჩვენი თემა არ არის, ჩინეთიდან წამოსულმა ტვირთმა უნდა გამოიაროს ყაზახეთი, პორტი აქტაუ, შემდეგ აზერბაიჯანში შემოდის, შეიძლება სხვა რესპუბლიკებიდანაც, შუა აზიიდან წამოვიდეს, ბევრი ქვეყანა უნდა გამოიაროს, ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩინეთი იმ კუთხით, რომ ისინი პრაქტიკულად, შუა აზიის ყველაზე დიდი ინვესტორები არიან და ამ რეგიონში ყველაზე დიდი გავლენის მქონენი. ამიტომ, ეს არის სტაბილურობა და ეს არის გარანტირებული ტვირთი, რომლის პრობლემაც იყო. თუმცა, მე ადრეც ვთქვი, ვისურვებდი, რომ ნაწილი ყოფილიყო ჩინური, ნაწილი ევროპული და ნაწილი ამერიკული – ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ ჩინურის გარეშე, მაგ პორტის აშენებას აზრი არ აქვს, ამიტომ არ დებენ ფულს ჩვენი მეგობრები.” – აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები