27 ივლისი, შაბათი, 2024
27 ივლისი, შაბათი, 2024

გია აბაშიძე-საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. სრული ბლეფია კოლექტიური “ნაცების” კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე

საკუთარ გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან ის ე.წ. “ენჯეოები”, რომელთა საქმიანობა ტოტალიტარულ სექტანტობას უკავშირდება, ხოლო საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა.

გია აბაშიძის თქმით, საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ.

„ამგვარი პროგრესი რომ აქვს საქართველოს და მაინც უზნეოდ აკრიტიკებენ – “ღია ბიუჯეტის ინდექსში” ჩვენ კვლავ პირველ ადგილზე ვართ. თუმცა, უტიფართა და რევანშისტთა ჭაობი უძიროა და მისი ბინადარი უსამშობლოები ყველაფრის მკადრებელები არიან.

სრული ბლეფია კოლექტიური “ნაცების” კაკაფონია საქართველოს ე.წ. შავბნელ ეკონომიკაზე თუ სახელმწიფო ბიუჯეტზე.
საკუთარ გამჭვირვალობას ეწინააღმდეგებიან ის ე.წ. “ენჯეოები”, რომელთა საქმიანობა ტოტალიტარულ სექტანტობას უკავშირდება, ხოლო საქართველომ შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწია ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიმართულებით.

საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ. ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის.“-წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები