ლევან ნიკოლეიშვილი – ერთ დღეს რესპუბლიკელები შეცვლიან პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებს, შესაბამისად სახელმწიფო მდივანიც შეიცვლება, რომელიც საქართველოს ამბებსაც მოიკითხავს და აქ იქნება ძალიან მაგარი ახსნა სანქციებთან მიმართებით

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ს სახელწმიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ბრაიენის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „სანქცირებულთა სიას არ გამოვაქვეყნებთ. კანონიერი უფლებამოსილება ამის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს“.

„წარმოვიდგინოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს რესპუბლიკელები შეცვლიან პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატებს, სახელმწიფო მდივანიც შესაბამისადვე შეიცვლება. თუმცა რაღა წარმოდგენა გვინდა დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, ახალი სახელმწიფო მდივანი კი სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს ამბებსაც მოიკითხავს, ჩინოვნიკები, პროფესიონალი ჩინოვნიკები, (რომლებიც არ იცვლებიან და რეალურად სისტემაც მათზე დგას) ეტყვიან რომ ჩვეულებრივად ნორმალურად მიდის საქმეები. ხომ მაგრამ სანქციები (მინიმუმ გაგონილი მაინც ექნება) ?-იკითხავს ახალი სახელმწიფო მდივანი. აი, აქ იქნება ძალიან მაგარი ახსნა სანქციები დავუწესეთ, მაგრამ სიაში არავინ შევიყვანეთ, მთელ საქართველოს ხომ არ შევიყვანდით, თან ვინმეს მოწვევა რომ დაგვჭიდეს ამერიკაში ან ახალი ურთიერთობები სანქცირებული ხომ არ გვეყოლებოდა…ამიტომ სიაში არავინ არ შევიყვანეთ, უბრალოდ შევაშინეთ…ოკ და შეეშინდათ? არა სერ, მაგათ( ქართველებს!) მგონი არაფრის არ ეშინიათ, თან თუ საქმე თავიანთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს ეხება.“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: გვარამია და მისი რაზმი ცდილობდნენ თავი დაებრენდათ „პროდასავლური პარტიებად“...

რადიკალური ოპოზიციური პარტიების მხრიდან მსხვერპლად წარმოჩენის მცდელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კომენტარი გააკეთა საკონსტიტუციო სასამართლოში „ახლების“...