30 მაისი, ხუთშაბათი, 2024
30 მაისი, ხუთშაბათი, 2024

ემილ კოსმანი აშშ-ზე: ნება მომეცით, გაჩვენოთ ფარისევლური მაგალითი, თუ როგორ ასწავლის ჭკუას ეს ქვეყანა სხვა ქვეყანას და როგორ არის შეშფოთებული მისი შიდა საქმეებით – აშშ-ს არ მოსწონს, როდესაც საქართველოში იღებენ კანონს, რომელიც მათთვის მიუღებელია

თითქმის ყოველთვის, ამ პლანეტაზე თითქმის ყოველთვის არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ლექციებს უკითხავს ნებისმიერ სხვა ქვეყანას, რომელიც მას არ მოსწონს, ან ნებისმიერს, რომელიც მის ბრძანებებს არ ასრულებს – შეგიძლიათ დამისახელოთ ეს ქვეყანა? დიახ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც გვეუბნებიან, ჩვენ განსაკუთრებულნი ვართ: მთავრობა გვყავს განსაკუთრებული, ჩვენი სისტემა სრულყოფილია, ის უბრალოდ ფანტასტიკურია, შესანიშნავად მუშაობს, – ამის შესახებ ამერიკელი ავტორი, ემილ კოსმანი, Youtube არხზე აცხადებს, სადაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქვეყნებს ვიდეოს სათაურით:

„აშშ-ის მთავრობა თვალთმაქცურად არიგებს საქართველოს ჭკუას, როცა აშშ-ის პოლიცია პროტესტის დასაშლელად „ქიმიურ საბრძოლო მასალას“ იყენებს“.

როგორც ამერიკელი ავტორი აღნიშნავს, “როიტერის” სტატია, სადაც წერია, რომ აშშ ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში პროტესტის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო, ფარისევლობის მაგალითია.

მისი თქმით, აშშ სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა მაშინ, როდესაც კაპიტოლიუმში თავდასხმის აღსაკვეთად, მათ ბევრად საზარელი ზომები მიიღეს.

„ყველამ იცის, რომ როცა ჩვენ გვინდა რაიმე რომელიმე კონკრეტულ ქვეყანაში, მაგალითად მათი რესურსები, უცებ აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ იქ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას – რელიგიურს, ეთნიკურს, რასობრივს და სხვას, ისინი იპოვიან რამეს. მაგრამ ვერავინ ბედავს იმის თქმას, რომ ამ სახის პრობლემები ამ ლამაზ ქვეყანასაც (აშშ-ს) აქვს და რომ მას უფრო დიდი პრობლემებიც ჰქონია, ვიდრე ამ ქვეყნებს, მაგრამ, ყველაფერ ამის მიუხედავად, ეს პირები [აშშ-ის წარმომადგენლები] ლექტორები არიან.

ახლა ნება მომეცით, გაჩვენოთ ფარისევლური მაგალითი იმისა, თუ როგორ უკითხავს ეს ქვეყანა ლექციას სხვა ქვეყანას და როგორ არის შეშფოთებული მისი შიდა საქმეებით, მაშინ, როდესაც ისინი იგივე სისაძაგლეს აკეთებენ და უფრო უარესი სისაძაგლეც გაუკეთებიათ.

გახსოვთ კაპიტოლიუმზე თავდასხმა, როდესაც პოლიციის ოფიცერმა ესროლა ქალბატონს, გახსოვთ ხომ? იმიტომ, რომ ადგილი ჰქონდა აჯანყებას, იყო მსხვერპლი და ა.შ. “როიტერი” მიმდინარე წლის 9 მაისს წერს: “შეერთებული შტატები ღრმადაა შეშფოთებული იმ ქმედებების გამო, რომელსაც პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ აქვს ადგილი საქართველოში”. ანუ, არიან პროტესტის მონაწილეები და არიან ასევე დამნაშავეები, შესაბამისად, არიან აჯანყებულები და არიან პროტესტის მონაწილეები. რა გააკეთა საქართველოს მთავრობამ? მათ გამოიყვანეს სამართალდამცველები და დაავალეს, რომ ამ პირებისთვის არ მიეცათ პარლამენტზე თავდასხმისა და მისი აღების უფლება. ამერიკას და არამხოლოდ მას, ევროპაში არსებულ სხვა ვასალ სახელმწიფოებსაც არ მოსწონს, როდესაც საქართველოში იღებენ კანონს, რომელიც აშშ-ისთვის მოსაწონი არ არის“ – აცხადებს კოსმანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები