26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024
26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

არჩეული ოფიციალურმა პირებმა წარადგინეს კანონი და როგორც დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ, საქართველომ, მათ უნდათ, კენჭი უყარონ მას, ზოგი მისცემს ხმას, ზოგი წინააღმდეგ წავა ისე, როგორც ეს აშშ-ის კონგრესში ხდება

საქართველოში [პარლამენტარები], უკანონოს არაფერს აკეთებენ, დემოკრატიულ სისტემაში არჩეული ოფიციალური პირები მუშაობენ, მათ წარადგინეს კანონი და როგორც დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ, საქართველომ, მათ უნდათ, კენჭი უყარონ მას, ზოგი მისცემს ხმას, ზოგი წინააღმდეგ წავა ისე, როგორც ეს აშშ-ის კონგრესში ხდება, – ამის შესახებ, ამერიკელი ავტორი, ემილ კოსმანი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.

მისი განცხადებით, თუ ეს კანონი მიუღებელია, ოპოზიციამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მას მისცეს ხმა, რათა მოიპოვოს უმრავლესობა ახალ პარლამენტში და შემდეგ შეცვალონ აღნიშნული კანონი, სწორედ ასე მუშაობს დემოკრატია.

„საქართველოში, უკანონოს არაფერს აკეთებენ, დემოკრატიულ სისტემაში არჩეული ოფიციალური პირები მუშაობენ, მათ წარადგინეს კანონი და როგორც დემოკრატიულმა და თავისუფალმა ქვეყანამ, საქართველომ, მათ უნდათ, კენჭი უყარონ მას, ზოგი მისცემს ხმას, ზოგი წინააღმდეგ წავა ისე, როგორც ეს აშშ-ის კონგრესში ხდება. ამის შემდეგ კანონი წავა პრეზიდენტთან, შემდეგ უმაღლეს სასამართლოში.

იმათაც იგივე პროცედურული ნაგავი აქვთ, როგორც ჩვენ. და შემდეგ, როგორც ოპოზიციას, შენ თუ ეს არ მოგეწონება, შენ შეგიძლია დაარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არ იყო სწორი და რომ ხმა შენ უნდა მოგცეს, რომ მოიპოვო უმრავლესობა ახალ პარლამენტში და მერე ხელახლა კენჭი უყარო ამ კანონს და იგი გააუქმო. ეს არის ის, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია. მაგრამ აშშ-ს არ მოსწონს ეს.

ჩვენ არ მოგვწონს, როცა დემოკრატია იმარჯვებს, მაგრამ ქვეყანა მაინც თავის კურსს მისდევს. არა, ისინი ჩვენი ვასალი სახელმწიფოები უნდა იყვნენ. არა, არა, ჩვენი არა, მათი ვასალი სახელმწიფოები. საქართველომ უნდა გამოხატოს შეშფოთება ამის გამო? ნება მომეცით გაჩვენოთ. არიზონას უნივერსიტეტის პოლიციამ რომ ქიმიური იარაღი გამოიყენა ანტი-ისრაელის საპროტესტო გამოსვლის დასარბევად? მაგრამ აქ, [როიტერის სტატიაში] ესენი არიან პროტესტის მონაწილეები, იქ [აშშ-ში] კი მეამბოხეები“ – აცხადებს კოსმანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები